იყიდება ზუგდიდის ცენტრში, ლაზის ქუჩაზე, ფუნქციონირებადი, სამსართულიანი, გარემონტებული კომერციული ობიექტი — რესტორანი და საბანკეტო სივრცე, რომელიც თავისი მოცულობითა და დაგეგმარებით იდეალურია როგორც ყოველდღიური სტუმრებისთვის, ასევე მასშტაბური ღონისძიებების გამართვისთვის. ობიექტის საერთო ფართობია 970 კვ.მ., საიდანაც 700 კვ.მ. სარესტორნო და საბანკეტო ზონებს უკავია. პირველ სართულზე განთავსებულია დახურული და ღია ტიპის კუპეები — სამი დახურული კუპე 5, 7 და 10 პერსონაზე, პლუს მისაღები დარბაზი ღია ტიპის კუპეებით, გათვლილი დაახლოებით 50 სტუმარზე. მეორე სართულზე მოწყობილია დიდი საბანკეტო დარბაზი, რომელიც ადაპტირებულია 300-მდე ადამიანის ერთდროული მიღებისთვის. მესამე სართული განახლებას საჭიროებს, რაც მომავალ მფლობელს აძლევს შესაძლებლობას განახორციელოს საკუთარი ხედვის შესაბამისად სივრცის გამოყენება — იქნება ეს სასტუმრო, ოფისები, საცხოვრებელი ან დამატებითი დარბაზი. ეზოს საერთო ფართობი 460 მ2. რესტორანს გააჩნია სრული კომუნიკაციები, რაც საჭიროა ობიექტის გამართულად მუშაობისთვის, მათ შორის გათბობა, ვენტილაცია, წყალი და ელექტროენერგია.. შენობა გამოირჩევა კარგი მდებარეობით — ცენტრალურ ქუჩასთან წვდომით და თვალსაჩინო ფასადით, რაც მის ვიზუალურ მიმზიდველობას და ბრენდის ცნობადობას საგრძნობლად ზრდის. ფასი შეთანხმებით. დეტალებისთვის დარეკეთ: 574 16 06 31
იყიდება კომერციული ფართი ზუგდიდი სამეგრელო ზემო სვანეთი
-
უძრავი ქონების დანიშნულება: რესტორანი
-
მდგომარეობა: გარემონტებული
-
უძრავი ქონების სტატუსი: ძველი აშენებული
-
ფართობი:970 მ²
-
ეზოს ფართობი : 460 მ²
-
სართული/სულ : 3
-
ლაუნჯი / გასართობი სივრცე
-
სავენტილიაციო სისტემა
-
გათბობა-კონდენცირება
-
წყალმომარაგება
-
კანალიზაცია
-
სათვალთვალო კამერები