ემ.ბი.ჯი ჯგუფი (+995) 592 72 72 47
ემ.ბი.ჯი ჯგუფი Whatsapp
ID16360

იყიდება მიწის ნაკვეთი ლიხაური ოზურგეთი გურია

26.08.2025 373
ფასი შეთანხმებით
  • უძრავი ქონების სტატუსი: ხეხილის ბაღები - სახეხილე მიწები
  • ფართობი:88000 მ²
  • ელ. ენერგია
  • მდინარე : ამუყა
  • ხეხილის ბაღი : თხილის პლანტაცია
მახასიათებლები
  • სასოფლო _ სამეურნეო დანიშნულების
  • ბუნებრივი აირი
  • ინტერნეტი
  • გრუნტის გზა - 50 მეტრი ნაკვეთამდე
  • ასფალტის გზა
  • პანორამული ხედები
  • შემოღობილი ტერიტორია
  • გამწვანებული სივრცე
  • ტყის მასივი
დამატებითი ინფორმაცია

იყიდება სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი 8.8 ჰა ფართობით, ოზურგეთის რაიონში, სოფ. ჭანიეთი–ლიხაურის გასაყარზე, ოზურგეთი–ქობულეთის ცენტრალური ახალი ასფალტირებული გზიდან სულ 50 მეტრში. ნაკვეთი სრულად შემოღობილია აკაციის ბოძებითა და მავთულხლართით კაპიტალურად. ტერიტორიაზე გაშენებულია 10 წლის თხილის პლანტაცია, ბერძნულას ჯიშის, 5000-ზე მეტი ძირი. გაკეთებულია სადრენაჟო არხები, რაც ხელს უწყობს ნიადაგის მდგრადობასა და მოსავლიანობას. ნაკვეთი ესაზღვრება ტყის ზოლსა და მდინარე ამუყას, რომელიც გამოდის აჭისწყლიდან და მიედინება სამხრეთის მიმართულებით, შემდეგ უერთდება მდინარე ჩოლოქს. რელიეფი არის სრულიად სწორი, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს ნებისმიერი ტიპის მეურნეობის მოწყობას. ტერიტორია განსაკუთრებით გამორჩეულია მოცვისთვის, ასევე შესაფერისია ჩაის, ვენახისა და სხვა კულტურების გასაშენებლად. შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც საფერმე მეურნეობისთვის, ასევე საცხოვრებლად ან ხეხილის ბაღების მოსაწყობად. კომუნიკაციები: წყალი მოიპოვება მდინარიდან, ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი გადის ეზოსთან და საჭიროებს აბონირებას. ტერიტორია მდებარეობს დასახლებულ პუნქტთან, ოზურგეთის ქალაქთან და ქობულეთთან ძალიან ახლოს, რაც მას განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის. ფასი: 275,000 აშშ დოლარი ტელ: 592 72 72 47 / 592 72 72 00

კომენტარი

TOP.GE