გამოტანილია გასაყიდად!!! ექსკლუზიურად – 9 ჰა. მიწის ნაკვეთი - აქედან 8 ჰა. გაშენებულია 7 წლის მსხმოიარე ნუშის ბაღი, ბოლნისის რ/ში, სოფელ ხატისოფელში, ბოლნისიდან 8 კმ-ში, დასახლებულ ლოკაციაზე, ასფალტირებული გზით მისასვლელ ადგილას. ხატისოფელი - ნამდვილად ბოლნისის მიკროზონის ნაწილია და ეს ხაზგასმა მნიშვნელოვნად ზრდის ბაღის, მიწის ან უძრავი ქონების ღირებულებას. ტერიტორიაზე 1 ჰა. წარმოადგენს თავისუფალ მიწის ნაკვეთს. ბაღში გაშენებულია 2,600 ძირი ნუში, ჯიშები: ნონპარელის, კარმელის, მონტერეის და სუპერნოვას ნერგები, დარგული 5მ X 6მ სქემით. 7 წლის, შარშან უკვე მიღებულ იქნა პირველი მოსავალი – 2,800 კგ. ხოლო სრული მსხმოიარობა დადგება 10 წლიდან. ჯიშები გამოირჩევა საშუალო–საგვიანო ყვავილობით, აგვისტოს ბოლოს სიმწიფით, 35–40%-იანი გულის გამოსავლით, საშუალო ზრდითა და მაღალი მოსავლიანობით. ბაღი მუდმივად იმყოფება აგრონომის მეთვალყურეობის ქვეშ და არის იდეალურად მოვლილი. ტერიტორია მთლიანად შემოღობილია ეკლიანი მავთულით აკაციის ბოძებზე, შეყვანილია სამფაზიანი 10 კვტ. ელექტროენერგია, გაკეთებულია 100 მეტრის სიღრმის ლიცენზირებული ჭაბურღილი, ლაბორატორიულად შემოწმებული, როგორც მოსარწყავად, ასევე გამოიყენება სასმელად, Pedrollo-ს იტალიური ძრავით და უხვი დებეტით, მოწყობილია 1,200 ტონიანი ღია წყლის რეზერვუარი და სრულად დამონტაჟებულია წვეთოვანი სარწყავი სისტემა, ცალკე შესანახი ტექნიკური ნაგებობით – ძრავით, ფილტრებით, მაგისტრალით და წვეთოვანი მილებით. ნაკვეთიდან 200 მეტრში მიედინება მდინარე ბოლნისისწყალი, ასევე გადის მელიორაციის სარწყავი არხი. ირგვლივ არის გამწვანებული სივრცეები. ნაკვეთზე განთავსებულია ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი საერთო ფართობი: 150 მ². ხოლო ტერიტორიის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს 24/7 დარაჯი. ფასი: 150,000 აშშ დოლარი. დეტალებისთვის დაგვიკავშირდით: 📞 +995 592 72 72 47 📞 +995 592 72 72 00 ____ 🍇 ბოლნისის მიკროზონა და ტერუარი ბოლნისის მიკროზონა რეგისტრირებულია 2019 წელს (PDO – Protected Designation of Origin) და მოიცავს ბოლნისის მუნიციპალიტეტს, მათ შორის სოფელ ხატისოფელსაც. ეს ტერიტორია გამორჩეულია ტერუარით – ზომიერად ცივი ზამთრით, ცხელი და მშრალი ზაფხულით, 500–800 მ. სიმაღლით ზღვის დონიდან, მრავალფეროვანი ნიადაგებით (მდელოს ყავისფერი, ალუვიური, შავმიწა, წაბლა) და მდინარე ბოლნისისწყლის – მიკროკლიმატური ზემოქმედებით. 🌿 ვენახები და ჯიშები „ბოლნისი“ – ოფიციალურად დაცული ადგილწარმოშობის ღვინო, მზადდება მხოლოდ მიკროზონის ვენახებიდან მოწეული ყურძნისგან: თეთრი და ქარვისფერი – რქაწითელი, ჩინური, გორული მწვანე. წითელი – საფერავი, თავკვერი, შავკაპიტო, ასურეთული შავი. ვარდისფერი – ფერადყურძნიანი ჯიშების კომბინაციით. 🍷 ღვინის სტილი ბოლნისის ღვინოები გამოირჩევიან ხილისა და მინდვრის ყვავილების ტონებით, ხავერდოვანი სტრუქტურით და ენერგიული ხასიათით. თეთრი და ვარდისფერი – ნაზი, ხალისიანი, ჰარმონიული. წითელი – ექსტრაქტული, სავსე, ხავერდოვანი. ქარვისფერი – სხეულიანი, მკვეთრი, ტერუარს მორგებული. ⭐ მნიშვნელობა ხატისოფელში არსებული მიწა და ბაღი მიკროზონის ღვინის ზონაში მდებარეობს, რაც ქმნის დამატებით კომერციულ და საინვესტიციო ღირებულებას – როგორც სოფლის მეურნეობისთვის, ისე მეღვინეობა-ტურიზმის მიმართულებით.
იყიდება მიწის ნაკვეთი ბოლნისის ქვემო ქართლი
-
უძრავი ქონების სტატუსი: ხეხილის ბაღები - სახეხილე მიწები
-
ფართობი:90000 მ²
-
ელ. ენერგია
-
არტენზიული ჭა : სასმელი - სარწყავი 100 მ
-
მდინარე : ბოლნისისწყალი
-
მიკროზონა : ბოლნისის მიკროზონა და ტერუარი
-
ხეხილის ბაღი : ნუშის ბაღი 4 სახეობა
-
შენობა-ნაგებობა : საცხოვებელი სახლი -150 მ²
-
სასოფლო _ სამეურნეო დანიშნულების
-
სამფაზიანი ძაბვა
-
ინტერნეტი
-
სასმელი წყალი
-
სარწყავი სისტემა
-
სარწყავი არხი
-
ასფალტის გზა
-
პანორამული ხედები
-
შემოღობილი ტერიტორია
-
გამწვანებული სივრცე
-
დაცვის ოთახი