mbg-logo
ემ.ბი.ჯი ჯგუფი phone(+995) 592 72 72 47
mbg-logo
ემ.ბი.ჯი ჯგუფი Whatsapp
ID16384

იყიდება კომერციული ფართი ახმეტა კახეთი

calendar11.11.2025 views186
ფასი შეთანხმებით
  • ფართობი ფართობი:6500 მ²
  • უძრავი ქონების დანიშნულება უძრავი ქონების დანიშნულება: შატო / ღვინის ქარხანა/ მარანი
  • მდგომარეობა მდგომარეობა: ძველი გარემონტებული
  • უძრავი ქონების სტატუსი უძრავი ქონების სტატუსი: ახალი აშენებული
  • ეზოს ფართობი ეზოს ფართობი: 25000 მ²
  • სართული/სულ სართული/სულ: 2
  • სამზარეულოს სივრცე სამზარეულოს სივრცე: 60 მ²
  • მისაღები სივრცე მისაღები სივრცე: 100 მ²
  • კაბინეტი კაბინეტი: რამდენიმე
  • სველი წერტილი სველი წერტილი: 20
  • აივანი - ვერანდა აივანი - ვერანდა: 100 მ²
  • სასაწყობე სივრცე სასაწყობე სივრცე: 4500 მ²
  • პარკირება პარკირება: ეზოს გასწვრივ და ეზოში
  • ნომრების რაოდენობა ნომრების რაოდენობა: 14
  • პერსონის რაოდენობა პერსონის რაოდენობა: 30
მახასიათებლები
  • check საუნა
  • check ოფისის შენობა
  • check დამოუკიდებელი შესასვლელი
  • check ჭერის სიმაღლე - 3 - 6 მ
  • check ავეჯი
  • check ტექნიკა
  • check დანადგარების აღჭურვილობა - რესტორნის სრული აღჭურვილობა
  • check სავენტილიაციო სისტემა
  • check გათბობა-კონდენცირება
  • check ხმაურის იზოლაცია
  • check წყალმომარაგება - სახელმწიფო
  • check ელ. ენერგია
  • check სამფაზიანი ძაბვა
  • check ტრანსფორმატორი - 500 კვტ
  • check ბუნებრივი აირი
  • check კანალიზაცია
  • check ინტერნეტი
  • check დაცვის ოთახი
  • check ოთახი პერსონალისთვის
  • check შემოღობილი ტერიტორია
  • check გამწვანებული სივრცე
  • check არასასოფლო - სამეურნეო
  • check კეთილმოწყობილი ეზო
  • check სატვირთოს მიმღები
დამატებითი ინფორმაცია

🏛 ახმეტის არქიტექტურული მარგალიტი — ძველი ქარხნის კომპლექსი, რომელიც ახალ სიცოცხლეს ელის...

ქალაქ ახმეტის გულში, ორ ცენტრალურ გზას შორის, მდებარეობს ისტორიული არქიტექტურის ნიმუში — ყოფილი საკონსერვო ქარხნის უზარმაზარი კომპლექსი, რომელიც თავისი სტილითა და მასშტაბით სასახლის შთაბეჭდილებას ტოვებს.
ძველი კომუნისტური ეპოქის მონუმენტური არქიტექტურა, სიმყარე და გეომეტრიული სიმწყობრე — ეს ის ატმოსფეროა, რომელიც უკვე აღარ გვხვდება თანამედროვე ნაგებობებში. 

📐 ჯამური შენობა-ნაგებობა: დაახლოებით 6,500 მ².
🌳 ეზოს საერთო ფართობი: 25,000 მ² (არასასოფლო).

ტერიტორია მთლიანად შემოღობილია ბეტონის გალავნით, ფასადი გზის პირზე — 320 მეტრი. ეზო მოპირკეთებულია ქვაფენილით, გამწვანებულია დეკორატიული და წიწვოვანი ხეებით. ოდესღაც აქ ფუნქციონირებდა ფანტანი, რომლის ადგილი დღესაც ინარჩუნებს თავის ელეგანტურ კონტურს და დღესაც კი ეტყობა ძველი დიდების კვალი...

მთავარ კომპლექსში განთავსებულია:
_ ორ სართულად განლაგებული სასტუმრო 14 ნომრით, თითოეული სველი წერტილით; 
_ ნაწილობრივ დასრულებული საუნა ბუხრით;
_ სრულად აღჭურვილი რესტორანი თავისი დანადგარებით;
_ და სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობები: სასაწყობე-თუ სამეწარმეო ფართები, ნაწილი საჭიროებს კოსმეტიკურ განახლებას, ნაწილი კი შესაკეთებელია სრულად.
_ სასწორი დიდი მანქანის მიმღები - უზრუნველჰყოფდა ყურძნის-ხილის მიღებას დიდი მანქანებით.  

⚙️ ინფრასტრუქტურა: ყველა კომუნიკაცია ადგილზეა:
ბუნებრივი აირი, ცენტრალური გათბობა, სახელმწიფო კანალიზაცია, წყალი თავისი რეზერვუარებით, საკუთარი 3-ფაზიანი 500 კვტ. ტრანსფორმატორი — რაც საშუალებას აძლევს ნებისმიერ მსხვილ საწარმოს იმუშაოს შეუფერხებლად. 

🌟 ინვესტიციის შესაძლებლობა, რომელსაც ანალოგი არ აქვს და
რად შეიძლება გადაიქცეს ეს ადგილი:

◾ სასტუმროდ ან ღვინის ქარხნად, სადეგუსტაციო მარნითა და ბუტიკ-რესტორნით, რომელიც აერთიანებს სტუმარმასპინძლობასა და მეღვინეობას; 
◾ მრავალფუნქციურ საცხოვრებელ უბნად დეველოპერული განვითარებისათვის საცხოვრებელი სივრცეებითა და კომერციული ზონებით;
◾ ტურისტულ - რეკრეაციულ კომპლექსად, გასართობ - დასასვენებელ ცენტრად  — სპა, აუზი, ტერასები და სასტუმრო კომპლექსი ძველი საბჭოთა ელემენტებითა და თავისი ისტორიული ეზოთი და შესანიშნავი ინფრასტრუქტურით; 
◾  კინოინდუსტრიის ჰაბად, ფილმების გადაღების ლოკაციად — არქიტექტურა და გარემო პირდაპირ კინემატოგრაფიულია;
◾ ნებისმიერი საგანმანათლებლო ცენტრად
◾ ან უბრალოდ დახვეწილ, სამეფო ტიპის შატოდ, რომელიც შეინარჩუნებს ახმეტის ისტორიულ იერსახეს. 

ეს არის სივრცე, სადაც გუშინ და ხვალ ერთმანეთს ხვდებიან — საბჭოთა სიმტკიცე და თანამედროვეობის შესაძლებლობა ერთიანად შეერთებულია.  

🏛 სტილი: საბჭოთა ეპოქის სასახლის არქიტექტურა — სიმყარე, სიმაღლე და ელეგანტურობა.

📍  ლოკაცია: ახმეტის ცენტრი
🏗  შენობები: 6,500 მ².
🌳 ეზო: 25,000 მ².
ტელ: +995 592 72 72 47  

კომენტარი

TOP.GE