mbg-logo
ემ.ბი.ჯი ჯგუფიphone(+995) 592 72 72 47
mbg-logo
ემ.ბი.ჯი ჯგუფიWhatsapp
ID16465

იყიდება ძველი აშენებული სახლი - აგარაკი მუხათწყაროში, მცხეთა

calendar04.11.2026 views29903
473,953₾
(1 მ² - 3,246.25₾) (1 მ² - 1,250.00$)
  • ფართობი ფართობი:146 მ²
  • უძრავი ქონების სტატუსი უძრავი ქონების სტატუსი: ძველი აშენებული
  • მდგომარეობა მდგომარეობა: ძველი გარემონტებული
  • ეზოს ფართობი ეზოს ფართობი: 500 მ²
  • სართული/სულ სართული/სულ: 3
  • ოთახების რაოდენობა ოთახების რაოდენობა: 6
  • ცალკე მისაღები ცალკე მისაღები: 30
  • ცალკე სამზარეული ცალკე სამზარეული: 15 მ²
  • საძინებელი საძინებელი: 4 + შესაძლებლობით
  • სველი წერტილი სველი წერტილი: 1 + შესაძლებლობა
  • აივანი აივანი: 2
  • ვერანდა ვერანდა: 17 მ²
  • სარდაფი სარდაფი: 15 მ²
  • გასართობი სივრცე გასართობი სივრცე
მახასიათებლები
  • check აშენების წლები - 2000-2002 წლებში
  • check სათავსო ოთახი
  • check მანსარდა
  • check ფანჩატური
  • check ავტოფარეხი/პარკინგი
  • check ელ. ენერგია
  • check სასმელი წყალი
  • check ჭაბურღილი
  • check კანალიზაცია
  • check ასფალტის გზა
  • check შემოღობილი
  • check ხეხილი - მცირე ხეხილი
  • check კეთილმოწყობილი ეზო
  • check ფანჩატური / საქეიფო სივრცე
  • check ლამაზი ხედები
  • check ავეჯი
  • check ტექნიკა
  • check ბუხარი
დამატებითი ინფორმაცია


🌿 იყიდება კეთილმოწყობილი სახლი/აგარაკი
თბილისის სიახლოვეს მუხათწყაროში, მშვიდ, გამწვანებულ და მუდმივად დასახლებულ საცხოვრებელ გარემოში.

📍 ლოკაცია:  ქვედა მუხათწყარო, მუხათწყარო 2-ის ტერიტორია — ცენტრალური გზიდან დაახლოებით 80 მეტრში.
სახლი მდებარეობს თბილისიდან დაახლოებით 20 წუთის, ხოლო ლისის ტბიდან 10 წუთის სავალზე.

🌇 ობიექტის განსაკუთრებული უპირატესობაა ულამაზესი პანორამული ხედები მთელ თბილისზე, რომლებიც შთამბეჭდავია როგორც დღისით, ისე ღამის განათებებში.

ტერიტორია იდეალურია როგორც მუდმივი საცხოვრებლად, ისე ქალაქთან ახლოს საკუთარი აგარაკისა და დასასვენებელი სივრცის მოსაწყობად. მიდის ასფალტირებული გზა თითქმის სახლამდე - გრუნტის გზა - 50 მეტრი. 2 მისადგომი მხარე ეზოსთან. 

სახლი არის კაპიტალური, მყარი კონსტუქციულად. 
- 3 სართული, მანსარდის ჩათვლით
- მიწის ნაკვეთის ფართობი — 500 მ²  (სასოფლო) 
- სახლის საერთო ფართობი — 146 მ²
- ეზოში ფანჩატური — 14 მ²

🏕 სახლი გამოირჩევა პრაქტიკული დაგეგმარებით, ფართო საცხოვრებელი ოთახებითა და ოჯახის კომფორტული ცხოვრებისთვის საჭირო სივრცეებით.

🏡 დაგეგმარებულია: 
- დიდი, ნათელი მისაღები ოთახი ბუხრით,
- ცალკე სამზარეულო
- ფართში შემავალი ვერანდა — 17 მ²
- ოთახების საერთო რაოდენობა — 6
- საძინებელი — 4
- სველი წერტილი — 1 (დამატებით მეორე სართულზე მოწყობის შესაძლებლობით)
- ეზოში ფანჩატური — 14 მ²

მანსარდული სართული შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს დამატებით საძინებლად, სამუშაო ოთახად, ლაუნჯად ან საოჯახო დასასვენებელ სივრცედ.

შიდა მოპირკეთება:
- პირველ სართულზე დაგებულია კერამიკული ფილები (მეტლახი)
- მეორე სართულზე — ხის იატაკები
- სახლში არის ბუხარი
- ცენტრალური გათბობის სისტემა ამ ეტაპზე არ არის მოწყობილი. ავეჯისა და საყოფაცხოვრებო ნივთების უმეტესი ნაწილი რჩება ახალ მფლობელს.
👉 საჭროებს კოსმეტიკურ განახლებას. 

🏕  ეზოს ტერიტორია სწორი რელიეფის, გამწვანებული ხე-მცენარეებითა და ხეხილით.
- ვაშლის ხეები - ტყემალი
- სხვადასხვა დეკორატიული და მწვანე ნარგავი
ეზო იძლევა დამატებითი გამწვანების, ლანდშაფტური მოწყობისა და დასასვენებელი ზონების განვითარების შესაძლებლობას.

🏡 უკანა ეზოში დამოუკიდებლად დგას 14 მ² ფანჩატური, რომელიც იდეალურია ოჯახური შეკრებების, სტუმრების მიღებისა და ღია სივრცეში დასვენებისთვის.

🔰 კომუნიკაციები და საკუთარი წყალმომარაგების რესურსი.
- ელექტროენერგია — შეყვანილია აბონირებით
- საკუთარი წყლის ჭა — ეზოში
- წყლის რეზერვუარი — 7 ტონის ტევადობით
- ბუნებრივი აირი — მიყვანილია ეზოსთან, შესაყვანია
- ცენტრალური გათბობა — არ არის მოწყობილი
- კანალიზაცია ინდივიდუალური მოწყობის
- შემოღობილია: ქუჩის მხარეს ბეტონის კოლონებით და რკინის ბადით. დანარჩენი სამ მხარეს რკინის ბადე.

ლოკაციის უპირატესობები:
- ცენტრალურ გზასთან ახლოს
- მშვიდი და გამწვანებული საცხოვრებელი გარემო
- მუდმივად მცხოვრები მეზობლები
- პანორამული ხედები მთელ თბილისზე

🌄 მდებარეობა განსაკუთრებით მიმზიდველია მათთვის, ვისაც სურს ყოველდღიურად დატკბეს თბილისის დღის და ღამის ხედებით, ქალაქის ხმაურისგან მოშორებით, მაგრამ მასთან ახლოს.

💎 ეს არის შესაძლებლობა შეიძინოთ საკუთარი სახლი მუხათწყაროს ერთ-ერთ მოსახერხებელ საცხოვრებელ ლოკაციაზე — ბუნებრივ გარემოში, გამწვანებული ეზოთი, დასასვენებელი სივრცეებითა და თბილისის ულამაზესი ხედებით.

ფასი: 182 500 აშშ დოლარი

ტელ: 📞  +995 592 72 72 47

კომენტარი

TOP.GE