mbg-logo
ემ.ბი.ჯი ჯგუფი phone(+995) 592 72 72 47
mbg-logo
ემ.ბი.ჯი ჯგუფი Whatsapp
ID16579

იყიდება ძველი აშენებული სახლი - აგარაკი საგარეჯოში

calendar30.03.2026 views266
501,665₾
(1 მ² - 1,587.55₾) (1 მ² - 585.44$)
  • ფართობი ფართობი:316 მ²
  • უძრავი ქონების სტატუსი უძრავი ქონების სტატუსი: ძველი აშენებული
  • მდგომარეობა მდგომარეობა: ძველი გარემონტებული
  • ეზოს ფართობი ეზოს ფართობი: 2946 მ²
  • სართული/სულ სართული/სულ: 3
  • ოთახების რაოდენობა ოთახების რაოდენობა: 5
  • ცალკე მისაღები ცალკე მისაღები: 50
  • ცალკე სამზარეული ცალკე სამზარეული: 20 მ²
  • საძინებელი საძინებელი: 4
  • სველი წერტილი სველი წერტილი: 1 და მეორეს ადგილი
  • აივანი აივანი: 2
  • გასართობი სივრცე გასართობი სივრცე
მახასიათებლები
  • check აშენების წლები - 1970 - იან წლებში
  • check სათავსო ოთახი
  • check მანსარდა
  • check მარანი
  • check ბარბექიუ
  • check ავტოფარეხი/პარკინგი
  • check ბუნებრივი აირი
  • check ელ. ენერგია
  • check სასმელი წყალი
  • check კანალიზაცია
  • check ასფალტის გზა
  • check შემოღობილი
  • check ხეხილი - კაკლის ხეები
  • check ლანდშაფტი
  • check კეთილმოწყობილი ეზო
  • check ლამაზი ხედები
  • check ავეჯი
  • check ტექნიკა
  • check ბუხარი
დამატებითი ინფორმაცია

🏡 ექსკლუზიური შეთავაზება — ი ყ ი დ ე ბ ა!!!
სახლი, რომელსაც საკუთარი ხასიათი და ისტორია აქვს,
აგურის მოდერნიზმი და ბუნების ჰარმონია — 

⛺ ქალაქ საგარეჯოში, ე.წ. სათავის უბანში, ერეკლე II-ის ქუჩაზე წარმოდგენილია გამორჩეული საცხოვრებელი სახლი, მოდერნიზმის ნიმუში, სადაც აგურის მონუმენტურობა და ხის თბილი ფაქტურა ერთიანდება. 

➡ აშენებულია იმ დროისთვის გამორჩეული ნიშნებით და დღესაც ინარჩუნებს თავის ძლიერ არქიტექტურულ ხასიათს.
რომელიც გამოირჩევა ექსპრესიული არქიტექტურით, ასიმეტრიული მოცულობებითა და მკაფიო, დამამახსოვრებელი სილუეტით. ნაგებობაში ერთმანეთთან ბუნებრივად ერთიანდება წითელი აგურის მონუმენტურობა და ხის თბილი ფაქტურა, რაც სახლს ერთდროულად სძენს სიმყარეს, ინდივიდუალობასა და შინაურ ატმოსფეროს.

🧩 არქიტექტურულად სახლი განსაკუთრებით საინტერესოა თავისი ვერტიკალური ვიტრაჟული გახსნებით, განსხვავებული ფორმის გადახურვითა და მასალების ცოცხალი შეხამებით. სწორედ ეს ელემენტები ქმნის მის იშვიათ და მხატვრულ სახეს — სახლს, რომელიც არ ჰგავს სტანდარტულ აგარაკს და აქვს საკუთარი ისტორია, განწყობა და ესთეტიკა.

🌿 ფასადზე აყოლილი მცენარეულობა, ეზოს ბუნებრივი გარემო და ტყესთან სიახლოვე ამ სახლს ბუნების ორგანულ ნაწილად აქცევს. აქ იგრძნობა სიმშვიდე, იზოლაცია და განსაკუთრებული მიკროკლიმატი — სივრცე, სადაც არქიტექტურა და გარემო ერთმანეთში სრულ ჰარმონიაშია.

🏛 ეს არის სახლი მათთვის, ვინც აფასებს არა მხოლოდ ფართობსა და ლოკაციას, არამედ არქიტექტურულ იდენტობას, ეპოქის ხასიათს და იმ ატმოსფეროს, რომელსაც ჩვეულებრივი უძრავი ქონება ვერ ქმნის.

📍 ლოკაცია: საგარეჯოს მუნიციპალიტეტი — თბილისიდან სულ რაღაც 48 კმ-ში. 
🌿 მიწის ფართობი: 2,946 მ²
🏠 სახლის საერთო ფართობი: 316 მ²
🏢 2 სართული + მანსარდა

✨ ისტორია და არქიტექტურა
ეს არ არის უბრალოდ სახლი — ეს არის ისტორიის მქონე არქიტექტურული ნიმუში, რომელიც აშენდა 1970-იან წლებში უნიკალური ხედვის მქონე არქიტექტორის ვახტანგ დავითაიას პროექტის მიხედვით. 

📌 აშენებიდან დღემდე ჰყავს ერთი მესაკუთრე, რაც კიდევ უფრო უსვამს ხაზს მის ავთენტურობას.

🏛 შენობა შესრულებულია შატოს ტიპის არქიტექტურაში —
ხის, აგურისა და ქვის სინთეზით შექმნილი, ბუნებასთან ჰარმონიულად შერწყმული სტილი, რომელიც იშვიათად გვხვდება საქართველოში.

✔ წითელი აგური
✔ კრამიტის სახურავი
✔ ხის კოჭები და კარ-ფანჯრები
✔ აგურის ბუხარი.

👉 ეს არის სახლი, რომლის ღირებულება დროთა განმავლობაში მხოლოდ იზრდება.

🏠 დაგეგმარება (3 სართული + მანსარდა)
▪ პირველი სართული
დიდი და ნათელი მისაღები
სამზარეულო
1 საძინებელი
1 სველი წერტილი
ფართო წინა ვერანდა
▪ მეორე სართული
3 საძინებელი
დიდი ვერანდა ხედებით
სველი წერტილის მოწყობის ადგილი
▪ მესამე სართული (მანსარდული სივრცე)
საერთო ფართობი: 56 მ²
შესაძლებელია გადანაწილება 3 დამოუკიდებელ საძინებლად ან სხვა დანიშნულებით.

🌳 ეზო და გარემო
🌿 ტერიტორია წარმოადგენს უნიკალურ მიკროკლიმატურ ზონას, რომელიც გამოირჩევა სუფთა ჰაერითა და ბუნებრივი სილამაზით.

✔ ეზო შემოღობილია
✔ გაშენებულია მრავალწლოვანი კაკლის ხეები
✔ ეზოში გადის პატარა სარწყავი ნაკადული
✔ უკანა მხარეს ესაზღვრება ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყის მასივი.

🌄 სახლიდან იშლება პანორამული ხედები ტყეზე, მთებსა და ბუნებრივ ლანდშაფტზე

👉 გარემო დასახლებულია ელიტური და მშვიდი სამეზობლოთი — იდეალური როგორც საცხოვრებლად, ასევე აგარაკისთვის.

🍷 დამატებითი პოტენციალი
✔ იდეალურია მარანისა და ღვინის ტურიზმის პროექტისთვის
✔ შესაძლებელია დამატებითი შენობის განვითარება (ქვის ნაგებობა / ავტოფარეხი / სასტუმრო სივრცე)
✔ უნიკალური არქიტექტურა ქმნის ბუტიკურ სასტუმროს ან შატოს კონცეფციის განვითარების შესაძლებლობას.

🔌 კომუნიკაციები
▪ ბუნებრივი აირი
▪ ელექტროენერგია (აბონირებით)
▪ წყაროს წყალი შეყვანილია სახლში
▪ ცენტრალური წყალი მიყვანილია ჭიშკრამდე (საჭიროა აბონირება)
▪ ინდივიდუალური საკანალიზაციო სისტემა.

🛠 ტექნიკური მდგომარეობა
✔ კონსტრუქციულად ძალიან მყარი და კაპიტალურად ნაშენები
✔ საჭიროებს:
კრამიტის სახურავის ნაწილობრივ, ალაგ-ალაგ შეკეთებას,
კოსმეტიკურ განახლებას სრულად. 

👉 ხის იატაკები და ინტერიერი ინარჩუნებს ავთენტურ ძველ სტილს.

💎 რატომ არის ეს ქონება განსაკუთრებული?
▪ უნიკალური არქიტექტურა (შატოს სტილი)
▪ ისტორია და ერთ მესაკუთრეზე დაფუძნებული სისუფთავე
ტყესთან უშუალო საზღვარი
▪ განსაკუთრებული მიკროკლიმატი
▪ საინვესტიციო და ტურისტული უზარმაზარი პოტენციალი

📌 ეს არის ქონება, რომელიც არასოდეს კარგავს ღირებულებას — პირიქით, ხდება უფრო იშვიათი და ფასეული.

💰 ფასი: 185,000 აშშ დოლარი
ტელ: +995 592 72 72 47 

კომენტარი

TOP.GE