mbg-logo
ემ.ბი.ჯი ჯგუფი phone(+995) 592 72 72 47
mbg-logo
ემ.ბი.ჯი ჯგუფი Whatsapp
ID16625

იყიდება ახალი აშენებული სახლი - აგარაკი მისაქციელში, მცხეთა

calendar21.08.2026 views166
700,284₾
(1 მ² - 1,556.19₾) (1 მ² - 595.56$)
  • ფართობი ფართობი:450 მ²
  • უძრავი ქონების სტატუსი უძრავი ქონების სტატუსი: ახალი აშენებული
  • მდგომარეობა მდგომარეობა: მიმდინარე რემონტი
  • ეზოს ფართობი ეზოს ფართობი: 1500 მ²
  • სართული/სულ სართული/სულ: 1
  • ოთახების რაოდენობა ოთახების რაოდენობა: 8
დამატებითი ინფორმაცია

🏡 იყიდება გამორჩეული სახლი/აგარაკი მისაქციელში — ტბების მხარეს, არაგვის მიმდებარედ, ცენტრალური მაგისტრალიდან 700 მეტრში. ახალი აგარაკების განაშენიანების ზონაში. 

🌿 ბუნება, სივრცე, სიმშვიდე და სრულად მოწყობილი სააგარეკე/დასასვენებელი კომპლექსი 

2025 წელს აშენებული სახლი — მშვიდ და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში.

ეს არ არის მხოლოდ სახლი — 1,500 მ² ეზოს ტერიტორიაზე შექმნილია მრავალფუნქციური სააგარაკე/დასასვენებელი სივრცე და გარემო, რომელიც აერთიანებს საცხოვრებელ სახლს, ცალკე სტუმრის სახლს, საქეიფო და დასასვენებელ ზონებს, სამზარეულოს, ღია შუაცეცხლის სივრცეს, ავტოსადგომს და გამწვანებულ ეზოს.

შენობა-ნაგებობების საერთო ფართობი: 450 მ²-მდეა

🏡 მთავარი სახლი — 167 მ²
 ერთსართულიანი სახლი, რომელიც მიწის დონიდან დაახლოებით 60 სმ-ით არის აწეული.
აქედან საცხოვრებელი სივრცე — 135 მ² + ვერანდა

✨ დაგეგმარება:
დიდი მისაღები და სამზარეულო სტუდიოს ტიპის სივრცეში
შთამბეჭდავი 5-მეტრიანი ჭერით
4 საძინებელი
1 სველი წერტილი
შესაძლებელია დამატებითი ანტრესოლის მოწყობა.

🏗️ სახლი აშენებულია 30-იანი პემზის ბლოკით.
შესრულებულია ტიხრები და გადახურვა, ჩასმულია ალუმინის ვიტრაჟები. 
ობიექტი წარმოდგენილია შავი კარკასის მდგომარეობაში.

🏠 ცალკე სტუმრის სახლი — 20 მ²
ეზოში მოწყობილია დამოუკიდებელი, გარემონტებული ერთოთახიანი საცხოვრებელი სახლი, საკუთარი სველი წერტილითა და ყველა აუცილებელი საცხოვრებელი პირობებით.

იდეალურია სტუმრებისთვის, ოჯახის წევრებისთვის ან დამოუკიდებელი საცხოვრებელი სივრცის სახით.

🔥 საქეიფო და დასასვენებელი სივრცე — 24 მ².
მოწყობილია განსაკუთრებული ატმოსფეროს მქონე დახურული საქეიფო ზონა:
ბუხარი
დეკორატიული ჩანჩქერი
დასაჯდომი სივრცე
ინდივიდუალური სამზარეულოს სივრცე - ზამთარში დახურული, ზაფხულში ვიტრაჟული და მთლიანად იხსნება. 

🍽️ საქეიფოზე დამატებითი სამზარეულო — 16 მ², სრულად გარემონტებული, მაცივრით, სარეცხი მანქანით. დარჩენილია სამზარეულოს ავეჯითა და ტექნიკით მოწყობა. 

🔥 გარე დასასვენებელი სივრცე — 20 მ²
ეზოში მოწყობილია ღია შუაცეცხლის ზონა, ასევე თონე და მაყალი — იდეალური სივრცე ოჯახური შეკრებებისა და სტუმრების მისაღებად.

🚗 ავტოსადგომი — 200 მ² -დასხმული ბეტონი
მოწყობილია დიდი ავტომობილების ნავესი, რომელიც გათვლილია 4 ავტომობილზე.

სივრცე დაფარულია ბეტონის საფარით და შესაძლებელია მისი დამატებით გამოყენება სხვადასხვა დანიშნულებით.

🏊‍♂️ ეზოში ასევე მოწყობილია ფანჩატური/ქოლგა, დაგებული იატაკით, სადაც  შესაძლებელია საცურაო აუზის მოწყობა.

🌳 მიწის საერთო ფართობი: 1,500 მ² 
ეზოს ტერიტორია სრულად შემოღობილია ბადითა და რკინის ბოძებით, სპეციალურად შექმნილი მწვანე ღობისთვის..

🌿 ღობის გაყოლებაზე გამწვანებისთვის დარგულია დაახლოებით 400 ძირი ტუია, ხოლო ხე-მცენარეებისთვის მთელს ეზოში სპეციალურად შეტანილია შავმიწა ნიადაგი.

დაგებულია ბეტონი ბილიკებისთვის, განათებები მტელს ეზოზე. 

__ ტერიტორიაზე შექმნილია სხვადასხვა ფუნქციური სივრცე, რაც აგარაკს განსაკუთრებულ კომფორტსა და დამოუკიდებლობას ანიჭებს.

💧 კომუნიკაციები
საკუთარი ჭის წყალი
სახელმწიფო წყალი
ელექტროენერგია — შეყვანილია, მოქმედი აბონენტით
ბუნებრივი აირი — სახლთან არის შესაყვანი
ინდივიდუალური საკანალიზაციო სისტემა — მოწყობილი და დაერთებული.

ტერიტორია გამოირჩება: 
📍 ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი,
📍 სუფთა ჰაერით,
📍 მშვიდი და წყნარი,
📍 ახალი აგარაკების განაშენიანების ზონაშია,
📍 არ არის უშუალოდ სოფლის მჭიდრო დასახლებაში.

ასფალტირებული გზიდან ობიექტამდე დაახლოებით 200–300 მეტრია კარგი გრუნტის გზა. დაგეგმილია ტერიტორიის შემდგომი განვითარება და გზის ასფალტირება.

🌄 სახლიდან იშლება ლამაზი ხედები და ტერიტორია იდეალურია მათთვის, ვინც ეძებს ქალაქის ხმაურისგან მოშორებულ, მაგრამ თბილისთან ახლოს მდებარე თანამედროვე აგარაკს.

ეს არის შესაძლებლობა შეიძინოთ არა მხოლოდ ახალი სახლი, არამედ სრულად ორგანიზებული, მრავალფუნქციური აგარაკის სივრცე 1,500 მ² ტერიტორიაზე, სადაც უკვე შექმნილია საცხოვრებელი, სტუმრების, დასვენების, გართობისა და გამწვანების დამოუკიდებელი ზონები.

💰 ფასი — 268,000 აშშ. დოლარი.
📞 +995 592 72 72 47

MBG Group — უძრავი ქონება, რომელსაც აქვს ღირებულება, სივრცე და პერსპექტივა.

კომენტარი

TOP.GE