mbg-logo
ემ.ბი.ჯი ჯგუფი phone(+995) 592 72 72 47
mbg-logo
ემ.ბი.ჯი ჯგუფი Whatsapp
ID16634

იყიდება საწარმოო/სასაწყობე ფართი, საქმიანი ეზო კომერციული ფართი კოდაში, თეთრიწყარო

calendar22.09.2026 views202
247,988₾
(1 მ² - 413.31₾) (1 მ² - 158.33$)
  • ფართობი ფართობი:600 მ²
  • უძრავი ქონების დანიშნულება უძრავი ქონების დანიშნულება: საწარმოო/სასაწყობე ფართი, საქმიანი ეზო
  • მდგომარეობა მდგომარეობა: ახალი გარემონტებული
  • უძრავი ქონების სტატუსი უძრავი ქონების სტატუსი: ახალი აშენებული
  • ეზოს ფართობი ეზოს ფართობი: 8400 მ²
  • სართული/სულ სართული/სულ: 1
  • სამზარეულოს სივრცე სამზარეულოს სივრცე: 25 მ²
  • სველი წერტილი სველი წერტილი: 1
  • სასაწყობე სივრცე სასაწყობე სივრცე: 100 მ²
  • პარკირება პარკირება: ეზოს პარკინგი
მახასიათებლები
  • check დამოუკიდებელი შესასვლელი
  • check ჭერის სიმაღლე - 3,5 მ
  • check წყალმომარაგება - ჭა - 12 მეტრზე ტექნიკური წყალი
  • check ელ. ენერგია
  • check ბუნებრივი აირი
  • check კანალიზაცია
  • check ინტერნეტი
  • check სათვალთვალო კამერები
  • check დაცვის ოთახი
  • check ოთახი პერსონალისთვის
  • check შემოღობილი ტერიტორია
  • check კეთილმოწყობილი ეზო
  • check სატვირთოს მიმღები
დამატებითი ინფორმაცია

🐄 იყიდება მრავალფუნქციური საფერმერო და სამრეწველო დანიშნულების ტერიტორია თეთრიწყაროს რ/ში, კოდას მიმართულებით, ცენტრალურ მაგისტრალთან, კოდას ცენტრთან ახლოს — გამართული Feedlot ტიპის ფერმით, ინფრასტრუქტურითა და განვითარების ფართო შესაძლებლობით.

გაყიდვაშია სწორი რელიეფის, გზისპირა და სრულად შემოღობილი მიწის ნაკვეთი, სადაც უკვე მოწყობილია ამერიკული სტილის, ღია ნავესური ტიპის საფერმერო ინფრასტრუქტურა. ტერიტორია გამოდგება როგორც მოქმედი მეცხოველეობის მეურნეობის გასაგრძელებლად, ისე მეფრინველეობის, მეღორეობის, სასაწყობე, საწარმოო ან ლოჯისტიკური პროექტის განვითარებისთვის.

🐄 ფერმის ინფრასტრუქტურა
მიწის ნაკვეთის საერთო ფართობი:  8400 მ2. რეესტრით - შემოღობილია 1 ჰა-მდე.
ტერიტორიაზე მოწყობილია დაახლოებით 300 მ² Feedlot ტიპის ღია ფერმა საკვებურების ზონებით და ვოლიერებით, დაგებულია ბეტონის საფარი, ამოყვანილია საკვებურები,
რომელიც გათვლილია დაახლოებით 100–130 სულ საქონელზე.

ფერმა მოიცავს:
* ღია ტიპის ნავესურ სადგომებს ამერიკული სტილის დაგეგმარებით;
* თუნუქით გადახურულ კონსტრუქციას;
* შუა ნაწილში მოწყობილ, თუნუქით დახურულ საკვებურების ზონას;
* თავისუფალი სადგომის პრინციპით მოწყობილ ვოლიერებს;
* საკარანტინე და მიმღებ სივრცეებს;
* ფუნქციურ გარემოს საქონლის მიღების, მოვლისა და კვებისთვის.

🏢 დამატებითი შენობა-ნაგებობები
ტერიტორიაზე განთავსებულია:
* დაახლოებით 100 მ² საკვების საწყობი, თუნუქით გადახურული და კაპიტალურად შემოსაზღვრული;
* სრულად მოწყობილი პერსონალის საცხოვრებელი კონტეინერი Sandwich Panel კონსტრუქციით;
* პერსონალის საცხოვრებელში მოწყობილია სველი წერტილი, ცხელი და ცივი წყალი;
* შიდა და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებულია ვიდეოსამეთვალყურეო კამერები.

⚡ კომუნიკაციები და ტექნიკური უზრუნველყოფა
* ტექნიკური წყლის ჭა, დაახლოებით 12 მეტრის სიღრმეზე;
* ელექტროენერგია — 10 კვტ სიმძლავრით;
* ბუნებრივი აირი გადის ნაკვეთის წინ, გზის მხარეს და შესაძლებელია აბონირება;
* ინდივიდუალური წყლის რესურსი;
* ტერიტორია მთლიანად შემოღობილია ბადითა და რკინის ბოძებით კაპიტალურად.
* კანალიზაცია - ინდივიდუალური მოწყობის ჭა. 

🚚 ლოკაცია და მისადგომი
ნაკვეთი მდებარეობს შიდა გზის პირას, კარგი მისასვლელი გზით. ტერიტორია სწორი რელიეფისაა, აქვს დაახლოებით 80-მეტრიანი განი და კომფორტულია როგორც მსუბუქი, ისე სამუშაო და სადისტრიბუციო ტრანსპორტისთვის.

🌿 განვითარების შესაძლებლობები
ქონება საინტერესოა არა მხოლოდ საფერმერო საქმიანობისთვის. სწორი რელიეფი, გზისპირა მდებარეობა, არსებული ინფრასტრუქტურა და სამრეწველო პოტენციალი ქმნის საფუძველს სხვადასხვა ბიზნესმიმართულებისთვის:

* მსხვილფეხა საქონლის Feedlot მეურნეობა;
* საძროხე ფერმა;
* მეღორეობის მეურნეობა;
* მეფრინველეობის ფერმა;
* ცხვრისა და თხის მეურნეობა;
* სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახი და გადამამუშავებელი სივრცე;
* საკვების, კომბინირებული საკვების ან აგროინვენტარის საწყობი;
* მცირე საწარმო ან საამქრო;
* ლოჯისტიკური და სადისტრიბუციო ბაზა;
* კომერციული/სასაწყობე პროექტი.

ეს არის მზა საწყისი ბაზა იმ ინვესტორისთვის, ვისაც სურს შეიძინოს უკვე მოწყობილი საფერმერო ინფრასტრუქტურა და პარალელურად ჰქონდეს ტერიტორიის სამომავლო სამრეწველო, სასაწყობე ან ლოჯისტიკური განვითარების შესაძლებლობა.

💰 ფასი:
95 000 აშშ. დოლარი კომპანიის 100% წილით ან + დღგ. 

📞 კონტაქტი  +995 592 72 72 47  

კომენტარი

TOP.GE